რამ გამოიწვია ვერტმფრენის კატასტროფა დაბა სტეფანწმინდაში. ტრაგედიას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ავიაკატასტროფის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. კომპანია „ავიატორის“ კუთვნილი ბორტი, 2018 წელს გამოშვებული „ბელ-505“ სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგს“ ემსახურებოდა. კომპანიის ინფორმაციით, ვერტმფრენს ტექინსპექტირება გავლილი ჰქონდა და მას მაღალი კლასის პილოტი მართავდა. მომხდარს ერთი თვითმხილველი ჰყავს.