მცხეთის პოლიციის სამმართველოში „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლებს კითხავენ

12:13, 10.06.2019

ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე, მცხეთის პოლიციის სამმართველოში „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც კომპანიის წარმომადგენლების ადვოკატი, კახა წერეთელი აცხადებს, დღეს პოლიციაში სასტუმროს ხუთი თანამშრომელია დაბარებული.

კომპანია „ავიატორი +“-ს  ეკუთვნის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში 6 ივნისს ჩამოვარდა. დაიღუპა სამი ადამიანი. ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ამერიკულ-კანადური წარმოების იყო, რომელიც 2018 წელს არის გამოშვებული.

მსგავსი