მცხეთის პოლიციის სამმართველოში „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლებს კითხავენ
ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმეზე, მცხეთის პოლიციის სამმართველოში „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც კომპანიის წარმომადგენლების ადვოკატი, კახა წერეთელი აცხადებს, დღეს პოლიციაში სასტუმროს ხუთი თანამშრომელია დაბარებული.
კომპანია „ავიატორი +“-ს ეკუთვნის ვერტმფრენი, რომელიც ყაზბეგში 6 ივნისს ჩამოვარდა. დაიღუპა სამი ადამიანი. ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი ამერიკულ-კანადური წარმოების იყო, რომელიც 2018 წელს არის გამოშვებული.