რაიან ჰარისის განცხადება

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რაიან ჰარისი საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერ ვიდეომიმართვას ავრცელებს და რუსეთის აგრესიაზე საუბრობს. მისი თქმით, უკრაინელებმა, როგორც ქართველებმა, ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან კავშირის გამყარება აირჩიეს და არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ამ გზას მათი მომავლისკენ.

ჰარისის განმარტებით, თუ რუსეთი არაფრად ჩააგდებს დიპლომატიურ მცდელობებს და ისევ შეიჭრება უკრაინაში, ეს იქნება ომის არჩევანი. ამასთან, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატია ერთადერთი გონივრული გზაა.