20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს პირველი არხის ეთერში რაგბის 2019 წლის მსოფლიო თასის ყველა (48) მატჩს პირდაპირ ეთერში იხილავთ. „ბორჯღალოსნები“ „დ“ ჯგუფში ასპარეზობენ და პირველი ტურის მატჩს 23 სექტემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავენ.