სარაგბო კლუბ „ლელოს“ ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ჩატარდა. გამგეობის წევრებმა იმსჯელეს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ბაჩო ხურციძის წერილობითი მოთხოვნის შესახებ, რომელიც კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გადადებას მოითხოვს. დახურულ სხდომას, რომლის უსაფრთხოებასაც პოლიცია იცავდა, დაესწრო პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე. როგორც ცნობილი გახდა, გამგეობის წევრების უმრავლესობის აზრით, არჩევნების გადადების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თარიღთან დაკავშირებით, კვირას, გამგეობის კიდევ ერთ სხდომაზე მიიღებენ. შეგახსენებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზით გადაიდო. უკანასკნელი გადაწყვეტილებით, არჩევნები 30 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.