13 თებერვალს მსოფლიო რადიოს დღეს აღნიშნავს.
დიალოგი, ტოლერანტობა, მშვიდობა – ასეთია წლევანდელი სლოგანი. თარიღს, რომელიც იუნესკოს მიერ 2011 წლიდან არის დაწესებული, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საქართველოს რადიო სიახლეებით ხვდებიან. განახლდა საეთერო ბადე, დაიწყო ახალი გადაცემები და გაუმჯობესდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გადაცემები ახალი სტუდიებიდან გადის ეთერში.
გვანცა გიორგაძე გვეტყვის, როგორ აღვნიშნავთ რადიოს საერთაშორისო დღეს ჩვენს ეთერში.