რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ 20 წლისაა

რადიოჰოლდინგი ფორტუნა, რომელიც ოთხ რადიოსადგურს აერთიანებს, 20 წლისაა.

რადიო ფორტუნა პირველად ეთერში 1997 წლის 31 დეკემბერს გავიდა, 10 წლის შემდეგ კი, მას ავტორადიო შეუერთდა. ჰოლდინგის დაბადების დღე თანამშრომლებმა შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იზეიმეს.