ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ. ათას დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ორგანიზებული ჯგუფი, თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, შემუშავებული გეგმის თანახმად, აქტიურად ახორციელებდნენ მყიდველი პირის მოძიებას, რადიოაქტიური ნივთიერებების შენახვის ადგილის სისტემატური ცვალებადობით ინარჩუნებდნენ კონსპირაციას და საბოლოოდ შეეცადნენ ხსენებული ნივთიერებების მილიონ 200 000 ამერიკულ დოლარად გასაღებას, რა დროსაც ისინი დააკავეს. დანაშაული 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.