რადიო ქალაქის პროექტი 

ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია ინვესტორთან ერთად დღეს დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.

კომპანიამ ტერიტორია დაახლოებით 23 მლნ ლარად, აუქციონზე შეისყიდა და აიღო ვალდებულება, რომლის თანახმადაც, 4 წლის განმავლობაში 8 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. პროექტი ითვალისწინებს მრავალფუნქციური გასართობი კომპლექსის მშენებლობას. კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, რადიოქარხნის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო სივრცე, საგამოფენო და სპორტული სივრცეები.