სტიქიისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარებას განაგრძობენ რაჭაში, სადაც სოფელ ღებსა და პატარა ღებს შორის დამაკავშირებელი ხიდი გუშინ წყალმა წაიღო.
ძლიერი წვიმის გამო, მდინარე რიონი ადიდდა და 50-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.
ამ დროისათვის ონის რაიონში აღარ წვიმს, წყლის დონემაც დაიწია. ადგილზე ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის განმარტებით, სამანქანო გზის აღდგენა დღის მეორე ნახევრისთვის მოხერხდება.
ზარალის დათვლაც უკვე დაწყებულია.