რაჭაში ძლიერი წვიმის გამო მდინარემ სოფლების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო
სტიქიას ებრძვიან რაჭაში. ძლიერი წვიმის გამო, მდინარე რიონმა სოფლების ღებისა და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. რაიონულ ცენტრს დაახლოებით 50-მდე ოჯახი მოწყდა, დაიტბორა სავარგულები. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, თუმცა, სპეციალისტები სამუშაოების დასაწყებად წყლის დონის დაკლებას ელოდებიან.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის თქმით, სამუშაოები, სავარაუდოდ, ხვალ დაიწყება. ძლიერი წვიმის გამო, პრობლემები შეიქმნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტშიც. მდინარე ლუხუნის ადიდების გამო, დროებით გზა იყო ჩაკეტილი, თუმცა, როგორც ცნობილია, საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.