„არა მიშას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამ მოწოდებებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან. ამავე ლოზუნგებით პარტიამ აქციები რამდენიმე ქალაქში უკვე გამართა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმის დაბრუნება დაუშვებელია და მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.