რა ვითარებაა ხურვალეთში ამ დროისთვის - უახლესი ინფორმაცია ადგილიდან
ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ხურვალეთის ტერიტორია უკვე დატოვეს. საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე დასახლებაში ამ დროისთვის სიმშვიდეა. პოლიციის მეთვალყურეობითა და თანხლებით, მედიისა და მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა სოფელში შესვლა შეძლეს და იქ არსებულ ვითარებასაც უშუალოდ გაეცნენ.
რას აცხადებენ ადგილობრივები ჟურნალისტებთან საუბარში და რა ხდება ხურვალეთში – ადგილზე ნინო ფისაძე მუშაობს, რომელიც სოფელში იმყოფებოდა – როგორია სიტუაცია ამ წუთისთვის და რჩებიან თუ არა ადგილზე სამართალდამცველები.