რა უფლებები შეეზღუდა რამდენიმე შტატის პოლიციას, დაიწყება თუ არა ინსტიტუციის მასშტაბური რეფორმა და შეცვლის თუ არა აშშ-ის პოლიციას პროტესტის ტალღა, რომელმაც კონტინენტები მოიცვა

აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმე შესაძლოა აშშ-ში პოლიციის რადიკალური რეფორმირების მიზეზი გახდეს. ვიდრე კონგრესი დემოკრატების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დაიწყებს, მანამდე მთელი რიგი ცვლილებები 10-ზე მეტ ქალაქში უკვე გატარდა.

შეიცვალა პოლიციელების მხრიდან მოქალაქეთა დაკავების მანამდე არსებული ტაქტიკა. ახლა მთავარი კითხვაა, მოუწევს თუ არა ტრამპს წინასაარჩევნოდ უკან დახევა და სამართალდამცავ უწყებებში რეფორმის გატარება, რაც ქუჩაში გასულ დემონსტრანტთა მთავარი მოთხოვნაა. ცალკეული დათმობების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით აგორებული საპროტესტო ტალღის ჩაცხრობა ვერ ხერხდება.