მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ადვოკატის შეხვედრა დასრულდა.
მანამდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სარალიძის ოჯახს და მის ადვოკატს, ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს შეხვდებოდა. მისი თქმით, შეხვედრას შს მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაესწრებიან.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა.
ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციის წინ მივიდა, თუმცა განაცხადა, რომ პრემიერთან მარტო შეხვედრას არ აპირებდა.