არჩევნებამდე ორი დღით ადრე წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 ოქტომბერს საქართველოში ტარდება პრინციპული არჩევნები. კობახიძე მადლობას უხდის სამართალდამცავ ორგანოებს, რომელთა მუშაობის შედეგად, ქვეყანაში უზრუნველყოფილია უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო. პრემიერმა ქვეყნის სტაბილური განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.