არჩილ ტატუნაშვილის შესახებ საუბრით დაიწყო მთავრობის დღევანდელი სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი და მომხდარში დამნაშავე პირების დასჯის აუცილებლობაზე მიუთითა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება შერიგების პროცესის აუცილებლობაზე გაამახვილა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და გასული ერთი წელი იყო.