საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, სადემარკაციო სამუშაოები და მიმდინარე უკანონო სამხედრო წვრთნები – ეს საკითხები, ქართულმა მხარემ ერგნეთში მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატში დააყენა.
ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, დღეს 2017 წლის ბოლო სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჟურნალისტებს ამ დრომდე ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიხედვით უწევთ მუშაობა.