რა პროტოკოლის დაცვით ჩააბარებს გამოცდებს ათასობით აბიტურიენტი - ვის მოუწევს პისიარ ტესტის გაკეთება, ვინ განთავსდება სარეზერვო ოთახში და რა შემთხვევებში მოიხსნება გამოცდიდან აბიტურიენტი
„კოვიდ-19“-ის გამო შეცვლილი რეალობა აბიტურიენტებისთვის.
თარიღის გადაწევა საჭირო არ გახდა, თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისში ახალი რეგულაციებით ჩატარდება. პროტოკოლი საგამოცდო ოთახების ახლებურად მოწყობას და გამოსაცდელთა რაოდენობის მკაცრ კონტროლს გულისხმობს. გამოცდაზე შესვლამდე აბიტურიენტებს მთელი რიგი პროცედურების გავლა მოუწევთ, ინფექციისგან თავდაცვა კი თერმოსკრინინგით, ნიღბებით, საგამოცდო მაგიდებს შორის დისტანციის დაცვით და მაგიდებთან აღმართული გამჭვირვალე ბარიერებით მოხდება. ცალ-ცალკე პროტოკოლია გაწერილი ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც საგამოცდო ოთახში შესვლამდე გამოვლინდება სიცხე სიმპტომების თანხლებით, ან უსიმპტომოდ. ცალკეულ შემთხვევებში გამოსაცდელებს შესაძლოა პისიარ-ტესტის პასუხების წარდგენა მოუხდეთ.