რა პრეტენზიები აქვს ცენტრ „ემპათიას"ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით

კითხვები და პრეტენზიები აქვს პროკურატურასთან  და სამხარაულის ბუროსთან,  წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიას”.

დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ  „ალტერნატივას“ ექსპერტმა ირაკლი თოიძემ , დამოუკიდებელი ექსპერტიზა უნდა მოამზადოს. ცენტრის ხელმძღვანელი მოამბესთან საუბარში აცხადებს, რომ მათ ხელი ეშლებათ.  ერთ-ერთი პრობლემა კი  ის არის, რომ  არ აქვთ იმ მასალებზე წვდომა,  რომელიც  დასკვნის საშუალებას მისცემთ.