რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში ხუთი წლის წინ, როგორ გაიხსენეს დღეს ტრაგედიის ღამეს გარდაცვლილები და როგორ გამოიყურება განახლებული ბავშვთა ქალაქი ხუთი წლის შემდეგ
დღეს 13 ივნისია – ზუსტად ხუთი წელი გავიდა დედაქალაქისთვის ბოლო წლებში ყველაზე მძიმე ღამიდან. სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, ორი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დატბორილი ქუჩები და პარკები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, განადგურებული გზები და ქალაქის ინფრასტრუქტურა, დაღუპული ცხოველები – საერთო ჯამში 100-მილიონიანი ზარალი.
13 ივნისის ტრაგიკული მოვლენები ქვეყანაში დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სიმბოლურად დღესვე გაიხსნა მზიურის განახლებული პარკიც, რომელიც სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა.
მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.