რა ღონისძიებას მიმართავს თბილისის მერია ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად

თბილისის მერია მზად არის, ავტოპარკიდან ამოიღოს ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც 1-ელ ივლისს იურიდიული პირებისთვის დაწესებულ ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლის. ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მერის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად იქნება გადადგმული. კიდევ რა თემებზე გამახვილდა ყურადღება სხდომაზე, ამას ანა ბროლაძე გვიამბობს.