რა გავლენას იქონიებს რუსული მხარის მიერ საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა

რუსულმა მხარემ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის ამოქმედებასაც საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა. ეს არის საბაჟო მონიტორინგისა და ადმინისტრირების თაობაზე შეთანხმება, რომელიც საბაჟო კორიდორების ნეიტრალური ზედამხედველობის მიერ გაკონტროლებას გულისხმობს.

ამ ხელმოწერით რუსული მხარე შეთანხმების პრაქტიკული ნაწილის განსახორციელებლად აუცილებელ პროცედურას ასრულებს. სწორედ ასე არის აღნიშნული რუსეთის საგარეო უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ინფორმაციას ადასტურებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომელიც აცხადებს, რომ 24 მაისს პრაღაში გრიგორი კარასინთან მორიგ შეხვედრაზე  ეს ხელმოწერა დადებითად იმოქმედებს.

ქართული მხარე პრაღაში სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების გარდა, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავეების დასჯის საკითხსაც დააყენებს.