რა გავლენა აქვს ულტრამემარჯვენე ძალებს  ევროპულ პოლიტიკაზე -   გამყარებული პოზიციები და შეცვლილი პოლიტიკური გარემო   

შაურმა ევროპის  ყველა დიდ ქალაქში იყიდება. თურქული კერძი ბებერ კონტინენტზე ბევრს უყვარს. როგორც აღმოჩნდა, მას ხშირად ევროპელი დეპუტატებიც მიირთმევენ, ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც ზოგიერთმა მათგანმა შაურმის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა.

არადა, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ხორცში მავნე ინგრედიენტი აღმოაჩინეს.  ეს  მარტივი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეცვალეს ევროპელების გასტრონომიული გემოვნება მიგრანტებმა. გაცილებით რთული ვითარებაა პოლიტიკაში. ანტიმუსლიმური და ზოგადად მიგრანტების საწინააღმდეგო ლოზუნგები ევროპაში 2017 წელს სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა.

ევროკავშირი საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ევროპაში უამრავი ქართველი ცხოვრობს და სწორედ ამიტომ, ევროკავშირის გამოწვევები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. როგორ იცვლებოდა ევროპელების პოლიტიკური გემოვნება 2017 წელს, ვრცლად ჩვენს სიუჟეტში.