რა გახდა ოკუპირებული გალის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი
რა გახდა ოკუპირებული გალის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების რეალური მიზეზი – ინფორმაციას, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით ოფიციალურ თბილისს აწვდის, თვითმკვლელობის ვერსიაა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელები საუბრობენ იმაზე, რომ გარდაცვლილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, მას გულის უკმარისობაც ჰქონდა და სწორედ ეს გახდა 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის მიზეზი. მომხდართან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება თბილისში.
სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.