გუდაურში საერთაშორისო ექსპერტებს ელოდებიან. რა გახდა გუშინ საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის მიზეზი – ამაზე ზუსტი პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. გამოძიების პარალელურად, სწორედ უცხოელმა ექსპერტებმა უნდა დადონ დასკვნა, რომელიც პროკურატურას გადაეგზავნება.
პარალელურად, ალტერნატიული დასკვნის მომზადებას გეგმავს ის კომპანიაც, რომელმაც საბაგირო დაამონტაჟა. რაც შეეხება სხვა საბაგიროებს, ისინი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და დამსვენებლებს სრიალი უპრობლემოდ შეუძლიათ.
გუდაურში მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაშავებული 6 პირი კი ამ დრომდე თბილისის კლინიკებში რჩება. სათხილამურო კურორტზე დღეს დილიდან მუშაობს ჩვენი გადამღები ჯგუფიც, გენო ოსიყმაშვილი მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას გუდაურიდან.