რა გახდა 35 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი მშობიარობის შემდეგ. ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი მათთან უკვე მძიმე მდგომარეობაში, ძლიერი სისხლდენით შეიყვანეს.
გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში სამშობიარო „ნინოს” მედპერსონალს ადანაშაულებს, სადაც ახალგაზრდა ქალბატონმა იმშობიარა და მისი მდგომარეობა გართულდა.
კლინიკა „ნინოში“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.