საქართველოში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების შეკავება ვერ ხერხდება.
შედეგი გაორმაგებული დღიური მაჩვენებლებია. დღევანდელი კოვიდ-სტატისტიკა 1 030-ს შეადგენს. მთავრობა აკვირდება, რა გავლენას იქონიებს რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება ეპიდემიოლოგიურ სურათზე. სწორედ ამ მიდგომით ცდილობს ხელისუფლება ნოემბერ-დეკემბრის სურათის თავიდან აცილებას და ეკონომიკური აქტივობების შენარჩუნებას. მკვეთრად იზრდება კლინიკებში გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა. ინფიცირებულთა ყოველდღიური სტატისტიკა გამოჯანმრთელებულთა რიცხვს საგრძნობლად აღემატება. შესაძლოა, ხვალ გახდეს ცნობილი, დაიწყება თუ არა ჯანმო-ს ავტორიზაციამდე საქართველოში შემოტანილი ჩინური „სინოფარმის“ 100 000 ვაქცინის გამოყენება.