ქვეყანა და უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებული ექიმი მილოცვებს იღებენ

ქვეყანა და უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებული ექიმი მილოცვებს იღებენ. საერთაშორისო თანამეგობრობა, ისევე როგორც მხარდაჭერის პროცესში, დღევანდელ განცხადებებში ერთსულოვანია.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ევროკავშირის ელჩი, ეუთო-ს გენერალური მდივანი, ამერიკის სალჩო და სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიები მისალოცი წერილებით ეხმაურებიან. განცხადებებში ხაზგასმით არის მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.