დღეიდან თბილისის ქუჩებში ქვეითი პატრულები გამოჩნდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტოს რეფორმის ფარგლებში, დედაქალაქში ტურისტების უსაფრთხოების გასაძლიერებლად 40 ქვეითი პოლიციელი ივლის.
ქვეითი პატრულ-ინსპექტორები დღე-ღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებზე განახორციელებენ პატრულირებას.