თბილისის ქუჩებში ქვეითი პატრული გამოჩნდა.
ახალი დანაყოფის მთავარი ფუნქცია, ტურისტების უსაფრთხოების დაცვა, მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა და ვიზიტორებისთვის სხვადასხვა საპოლიციო სერვისის შეთავაზებაა. მათ შორის არის ქვეყანაში მოქმედ კანონებზე უცხოელი სტუმრების ინფორმირება. ეს არის საპატრულო პოლიციის რეფორმის ნაწილი, რომლის ფარგლებში, პატრულის თანამშრომლებმა სპეციალური კურსები გაიარეს.