ამ დროისთვის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე, სადაც დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა. ქვათაცვენის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.