ქუთათელაძის მკვლელობის საქმე

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, გიორგი ჭანტურია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ხოლო იარაღის უკანონოდ ტარებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მადონა მაისურაძე თითქმის ორი წლის განმავლობაში იხილავდა.

გიორგი ჭანტურიას ბრალი ორი მუხლით – განზრახ მკვლელობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ჰქონდა წარდგენილი.

სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში 2018 წლის 15 იანვარს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა 18 იანვარს, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. მოგვიანებით, გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 8 აგვისტოს დააკავეს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

3 მაისს სასამართლომ გიორგი ჭანტურია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.