ქუთაისში საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიხსნა

ქუთაისში პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი ამერიკაში მოღვაწე ქართველი მომღერლის, დავით ღვინიანიძის საერთაშორისო ფონდის „მსოფლიო ტალანტები“ და ქუთაისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროექტია.

საოპერო კვირეული ქუთაისში 22 სექტემბერს გალა-კონცერტით დასრულდება.