ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საქველმოქმედო ჩვენება გაიმართა
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საქველმოქმედო ჩვენება გაიმართა.
იმერეთის რეგიონის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების და დღის ცენტრების ბენეფიციარებისთვის დასმა საახალწლო სპექტაკლი წარმოადგინა.
ვაჟა ფშაველას სათაგური 800-მდე სტუმარმა ნახა. სპექტაკლის რეჟისორი ოთარ ბაღათურიაა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტია. პატარებთან ერთად ჩვენებას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დაესწრო.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრებს და ტკბილეულობას გადასცემენ.