გრიგორი გორინის „მიუნჰაუზენი - პრემიერა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში პრემიერა გაიმართა. დასი მაყურებლის წინაშე გრიგორი გორინის მიუნჰაუზენით წარდგა. სპექტაკლის რეჟისორი კოტე აბაშიძეა.

ორმოქმედებიანი ფანტასმაგორიის მხატვარი აივენგო ჭელიძე, კომპოზიტორი გოგი ჩლაიძე, ქორეოგრაფი კი გიორგი ბარბაქაძეა. ეს კოტე აბაშიძისთვის მესხიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში  პირველი ნამუშევარია.