ქუთაისში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შვიდივე დაშავებული ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში.
შემთხვევა საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი განჩნდა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე გავრცელდა. ხანძრის ქრობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.