ქუთაისში აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ქუთაისში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შვიდივე დაშავებული ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში.

შემთხვევა საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი განჩნდა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე გავრცელდა. ხანძრის ქრობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.