ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად ემზადება.
უმაღლესი სასწავლებლის კორპუსების და სტუდენტთა თანამედროვე საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დასრულდა. სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით მოხვდებიან, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მოდელზე დაფუძნებული პროგრამებით ისწავლიან. ეს არის სამი მიმართულება: მენეჯმენტი, კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ უნივერსიტეტს 1 000 სტუდენტის მიღება შეუძლია. უკვე 2023 წლიდან კი ამოქმედდება უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო მიმართულება, რომელიც სიმსივნით დაავადებული ადამიანების ინოვაციური მეთოდით მკურნალობას გულისხმობს.