ქუთაისის მერი თანამდებობიდან გადადგა

ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან და ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ყოფილი მერი საქმიანობას პარტია „ქართულ ოცნებაში“ გააგრძელებს. ხახალეიშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. რა თანამდებობაზე გააგრძელებს საქმიანობას, იოსებ ხახალეიშვილი ჯერ არ აკონკრეტებს.