ქუთაისის მახლობლად ნაგავთსაყრელი აშენდება

პირველი რეგიონული ნაგავთსაყრელი აშენდება ქუთაისის მახლობლად და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა.

მშენებლობა მარტში დაიწყება. ნაგავთსაყრელი მოემსახურება იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის 700 000 მდე მოქალაქეს.

ნაგავთსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით, ფრანგულ-სლოვენიურ კონსორციუმთან ხელშეკრულებას დღეს მოაწერა ხელი.

შეხვედრას ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვისა მინისტრებიც ესწრებოდნენ.