ქურდული სამყაროს წევრობასა და ე.წ. კანონიერ ქურდობაზე სასჯელი მკაცრდება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული ოპერაციის შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, მათ თურქეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებთან ჰქონდათ კავშირი.
დღესვე, სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ქურდული სამყაროს წევრობასა და ე.წ. კანონიერ ქურდობაზე სასჯელი მკაცრდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან მიმართებაში დასჯადი პირების წრე ფართოვდება.
თეონა ხუბულავა განავრცობს თემას.