სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 18 პირი დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულები თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.