თბილისში ქუჩის მუსიკის დღე გაიმართა. ფესტივალმა პუშკინის სკვერში, აღმაშენებლის გამზირზე და დედაენის ბაღში 150-მდე ქართველ და უცხოელ არტისტს უმასპინძლა.
ქუჩის მუსიკის დღე ყოველწლიური ფესტივალია ლიტვაში, რომელიც 2007 წელს, ცნობილმა ლიტველმა მუსიკოსმა, ანდრიუს მამონტო-ვასმა დააფუძნა. იდეა სწრაფად გავრცელდა და ფესტივალს ბევრი ქვეყანა შეუერთდა.
ქუჩის მუსიკის დღე თბილისის მერიის დაფინანსებით გაიმართა.
თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი.