ქონების გადასახადი ავტომანქანებზე

თუ თქვენი ოჯახის შემოსავალი წლის განმავლობაში 40 000 ლარს აჭარბებს, მაშინ მომავალი წლიდან ახალი გადასახადის გადახდა მოგიწევთ.

2018 წლის ბოლოდან ავტომანქანის ქონების გადასახადიც შევა ძალაში. თანხა მანქანის ღირებულებიდან გამოითვლება და შეადგენს მინიმუმ ფასის ხუთ მეასედ პროცენტს, მაქსიმუმ კი 1 პროცენტს.

სანდრო ჯუფალაკიანი გვიამბობს იმ ახალ საგადასახადო ტვირთზე, რომელსაც, პირობითად, მდიდრების გადასახადი უწოდეს.