„გირჩი“ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის

„გირჩი“ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. საქმე ეხება ქონების გადასახადს. „გირჩის“ აზრით, ქონების გადასახადის დღეს არსებული ზღვარი 40 ათასი ლარიდან 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს, 100 ათას ლარიანი კი 175 ათასამდე. ამის მიზეზად „გირჩი“ ინფლაციას ასახელებს. ჰერმან საბო მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ნორმა მოძველებულია და აუცილებელია ეს ლიმიტები გადაიხედოს.

შეგახსენებთ, რომ თუ დასაქმებულს წელიწადში 40 ათას ლარზე მაღალი ანაზღაურება აქვს – ის ქონების გადასახადს იხდის.