ქოლცენტრების საქმე - საგამოძიებო მოქმედებები

საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად რამდენიმე ადგილზე.

გაიჩხრიკა ამერიკული კვლევითი კომპანია „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის სახლები. ფულის გათეთრება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, გადასახადებისგან თავის არიდება – სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული. ჩხრეკაზე განჩინება ჩაბარდათ ეთო ბუზიაშვილსა და სოფო გელავას, რომლებიც რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ორგანიზაცია „ციფრული ექსპერტიზის კვლევით ლაბორატორიაში“ მუშაობენ. პარალელურად გამომძიებლები შევიდნენ ვაკეში, ამერიკული კომპანია „ქონსენთრიქს ჯორჯიას“ ოფისშიც. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ქუთაისშიც. საგამოძიებო უწყებაშია წაღებული დოკუმენტაცია და ელექტრონული მოწყობილობები. ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამი სავარაუდო ე.წ. ქოლ-ცენტრის საქმიანობას იძიებს. განცხადებაში უწყება საკმაოდ დიდ თანხებზე მიუთითებს და ჩხრეკის საფუძვლად მოსამართლის განჩინებას ასახელებს.

მიდის თუ არა კვალი დავით კეზერაშვილთან – უკვე გაკეთდა განცხადებები დღევანდელი საგამოძიებო მოქმედებების პოლიტიკურ მოტივზე.