საქართველოში რიგით 66-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა ქობულეთში. აჭარაში ეს მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრია. მომხმარებელი ადგილზე 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სერვისს მიიღებს.
ქობულეთის საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქისა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 50 ათასზე მეტ მოქალაქეს მოემსახურება.
შენობაში განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა გახსნა.