ნახატებით გადმოცემული ანტისაოკუპაციო გზავნილი: მხატვარმა ქეთი დავლიანიძემ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში საკუთარი ნამუშევრები გამოფინა. აფხაზეთიდან დევნილმა ხელოვანმა, საკუთარი მოგონებები და ემოციები ფერწერულ ტილოებზე გადაიტანა. ნახატებზე ოკუპირებული რეგიონის სხვადასხვა ქალაქი და ადგილია ასახული.
ექსპოზიცია აგვისტოს ომიდან 11 წლისთავს ეძღვნება.